Monthly Archives: November 2013

ფოტოხელოვნება

ფოტოხელოვნება      ფოტოხელოვნება არის მხატვრული შემოქმედების სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფოროგტაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება.ფოტოხელოვნება პირველი “ტექნიკური” ხელოვნებაა, რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმია, ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეულიმიღწევების საფუძველზე. თანამედროვე ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი სახეობებია: დოკუმენტური ფოტოხელოვნება, მხატვრული ფოტოგრაფია დაგამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატი, წიგნის გაფორმება, რეკლამა და სხვა).    ხელოვნების ყოველ მიმართულებას თავისი ორეული ჰყავდა პიქტორულ (ფერწერის მიმბაძველი) ფოტოგრაფიაში. პიქტორალიზმს შემდგომში მხატვრულიფოტოგრაფია ეწოდა. მისმა მიმდევრებმა ბევრი გააკეთეს ფოტოგრაფიის გამომსახველობასა და პლასტიკურ ხელოვნებასთან მჭიდროკავშირის მისაღწევად. განსაკუთრებულ წარმატებებს მათ ფოტოპორტრეტში მიაღწიეს. ფოტოხელოვნების სხვა ჟანრები ამ დროსმთლიანად პიქტორული მიმართულებისა იყო; იქმნებოდა ძალიან რთული კომპოზიციები, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე ნეგატივისმონტაჟს მოითხოვდა.     XIX საუკუნის II ნახევარში ეთნოგრაფიულ–ნატურული ფოტოგრაფია მიზნად ისახავდა ცხოვრებისეული მასალის ზუსტ ფიქსაციას დასაფუძვლად დაედო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის წარმოშობას. ფოტოხელოვნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდაფოტოგრაფიაში მოპოვებულ ტექნიკურ და მეცნიერულ მიღწევებს. იქმნებოდა სრულიად ახალი, სრულყოფილი და მრავალფეროვანი ფოტოობიექტივები დაფოტოოპტიკის სხვა ელემენტები; საფუძველი ჩაეყარა ფერად ფოტოგრაფიასაც. ფოტოხელოვნების ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ე. მაიბრიჯის მიერხვადასხვა წერტილებზე დადგმული რამდენიმე კამერით გადაღებულ ფოტოსურათების ციკლს, რომელშიც გამომჟღავნდა მოძრაობის პლასტიკისარაჩვეულებრივი სილამაზე. ამ სიახლეებმა XX საუკუნის ფოტოხელოვნებაში გააძლიერა რეალური სამყაროს ფორმების ინტერპრეტაციისადმი ინტერესი. 1910წლებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა დოკუმენტალიზმი. გაძლიერდა ინტერესი ყოველდღიური ცხოვრების მიმართ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდაფოტოხელოვნებისათვის რეპორტაჟულ გადაღებას “ფარული კამერით“, ხანგრძლივ ფოტოგაკვირვებას (ე.წ. ჩვეულებრივი კამერით), ფოტოსურათების შექმნას.დოკუმენტური ფოტოხელოვნების ამ ფორმების ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული კინოფირიანი მსუბუქი კამერის “ლაიკის”  შექმნასთან.    1910-20-იან წლებში ინტენსიურად იკვლევდნენ ფოტომასალების გამომსახველობით შესაძლებლობებს; პოპურალური იყო ფოტოაპარატის გარეშე მიღებულიგამოსახულებანი: მგრძნობიარე ქაღალდზე დებდნენ სხვადასხვა საგანს, რომლების სინათლის მოქმედებით ტოვებდნენ კვალს. ამ ცდებმა საფუძველი ჩაუყარესფოტოგრაფიას, რომელმაც გაამდიდრა ფოტოხელოვნების მხატვრული ხერხების არსენალი.    1950-60-იან წლებში უცხოური დოკუმენტური ფოტოხელოვნება ხასიათდება ჟანრული ფოტოგრაფიის განვითარებისმრავალფეროვნებით. მხატვრულმა ფოტოგრაფიამ კი, რომელიც XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისშიფოტოხელოვნების განვითარების ერთადერთ გზად მიაჩნდათ, XX საუკუნის შუა წლებში საკმაოდ მოკრძალებული ადგილი დაიკავა.ფოტოდოკუმენტალიზმისაგან განსხვავებით, რომელიც უშუალოდ აფიქსირებს ცხოვრებისეულ მომენტებს, მხატვრული ფოტოგრაფიაგანაგრძობდა არსებობას, როგორც ფოტოშემოქმედების გარკვეული ფორმა. ნატურის ინტერპრეტაცია აქ ხდება ხელოვნური გარემოს(ფოტოატელიე) ანდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული დამუშავებით (ფოტომონტაჟი, ფოტოგრაფიკა და ა.შ.). მხატვრულფოტოგრაფიაში აირეკლება სახვითი ხელოვნების მრავალფეროვანი მიმართულება, მათ შორის მრავალი კრიზისული ტენდენცია.    ვითარდება აგრეთვე გამოყენებითი ფოტოხელოვნებაც. კომერციული მიზნები აქ ხშირად გადაჯაჭვებულია ჭეშმარიტად მხატვრულ შემოქმედებასთან.    1970-იან წლებში მეტად გაძლიერდა მხატვრული ხედვით ფოტოგრაფიული ფორმების გავლენა ფერწერასა და გრაფიკაზე.    წარმატებით ვითარდებოდა სტუდიური ფოტოგრაფიაც. საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა.პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ა. როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობითთბილისში გიახსნა სტუდია “რემბრადტი“. 1880-89 წლებში ა. როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კიდასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ–ხან–შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართულიკულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესომასალას. ა. როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო.გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველიგრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. ა. როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა დაუძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგისსაზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.    ა. როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი.როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.    80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია.ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწეფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ–ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთისმუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. XIX საუკუნისდამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ–კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითიხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ “ხილული მეხსიერება“, როგორც ზოგჯერფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.    XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა.გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.    50-იან წლებში პუბლიცისტიკას ცალკე დარგად გამოეყო ფოტოჟურნალისტიკა. ამ პერიოდშივე პრესის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა მხატვრულიფოტოგრაფია. 1968 დააარსდა ფოტომოყვარულთა კლუბი “თბილისი“, რომელმაც მოაწყო ფოტომოყვარულთა რამდენიმე გამოფენა.თბილისსა და სხვა ქალაქებში სისტემატურად ეწყობოდა გამოფენა–ვერნისაჟები, რომელიც მნახველთა საყოველთაო მოწონებასიმსახურებდა. ამათგან აღსანიშნავია ფოტოგამოფენა “თბილისი და თბილისელები” (1968), სადაც ექსპონირებულ იყო 40-მდე ავტორის500-მდე ნამუშევარი.    XXს–ის IIნახ–ში ქართული ფოტოხელოვნება გამოირჩევა თემის მრავალფეროვნებით. ქართველ ფოტოხელოვანთაგან აღსანიშნავია გ.თიკანაძის (1932-63წწ.) მოღვაწეობა. მან პირველმა შესძლო მიეღწია დოკუმენტურობისა და მხატვრობის თავისებური სინთეზისათვის.კონკრეტული საკითხისადმი მიძღვნილი მისი ფოტონარკვევები სცილდებოდა ვიწრო თემატიკურ ჩარჩოს და იძენდა თავისთავადმხატვრულ ღირებულებას.  

Posted in Uncategorized | Leave a comment